Saturday, December 21, 2019
ჩატარდა სასწავლო პროექტი „ მცენარეები და მათი ნაწილები“. პროექტის მიზანი: მცენარეებზე დაკვირვება. მცენარის ნაწილების შესწავლა; მოსწავლეებმა ამოიცნეს და დაასახელეს მცენარის ძირითადი ნაწილები, გამოთქვეს ვარაუდები მათი ფუნქციის შესახებ; აღწერეს სხვადასხვა მცენარეებს შორის მსგავსება-განსხვავებები; გააცნობიერეს, რომ მცენარეებს განსხვავებული ფესვი, ღერო, ფოთლები და ყვავილები აქვთ; ჩაატარეს ექსპერიმენტი. აკვირდებოდნენ და ამოწმებდნენ, თუ როდის დაიწყო მცენარემ აღმოცენება, როგორ ვითარდებოდა. გაზომეს ფესვი და ღერო; მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩანაწერები და გააკეთეს პრეზენტაცია. შექმნეს მცენარის მოდელი; პროექტის აქტუალობა: ხელს უწყობს მოსწავლეებში გაგება-გააზრების, შემოქმედებითი აზროვნების, დაკვირვების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; ვიზუალურ–სივრცითი ინტელექტის განვითარებას. კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, ახსნილი მასალის უკეთ გააზრებას. მუშაობა არის სახლისო და საინტერესო;
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment