ჩემ შესახებ
მე გახლავართ იუჯის სკოლის დაწყებითი კლასის მათემატიკის სერთიფიცირებული პედაგოგი ინგა მუხაშვილი. ჩართული ვარ საგანმანათლებლო ტერნინგ-ცენტრში „ ცოდნა“ -- ტრენერად და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ პედაგოგებს. სწავლა-სწავლების პროცესში ჩემი მუშაობა ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე. ჩემი მიზანია ჩამოვუყალიბო მოსწავლეებს არა მარტო საბაზისო და სპეციფიკური უნარ-ჩვევები, არამედ განუვითარო ის ზოგადი უნარ-ჩვევები, რომელიც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება პრაქტიკულ აზროვნებაში და საკუთარი სწავლის მართვაში. მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილებზე შექმნილი აქვთ სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო. მუშაობის პროცესი მიმდინარეობს ინტერაქციის გზით. ვიყენებ სწავლების თანამედროვე მეთოდებს: სწავლა კეთებით და ძიება-აღმოჩენითი ანუ ევრისტიკული მეთოდს, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი ცოდნის აგებაში. ყოველთვის ვითვალისწინებ მოსწავლეების განვითარების დონეს, ინტერესებს, საჭიროებებს და შესაბამის მრავალფეროვან, საინტერესო და სახალისო აქტივობებს ვთავაზობ. ჩემი მოსწავლეები პირველივე კლასიდან ჩართულები არიან სასწავლო პროექტებში, აწყობენ პრეზენტაციებს, დამატებით მუშაობენ „ ხანის აკადემიის“ საიტზე განთავსებულ სავარჯიშოებზე. ასეთი აქტივობების დაგეგმვა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და ინტერესს სწავლისადმი.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment