Saturday, December 21, 2019
ჩატარდა სასწავლო პროექტი „ მცენარეები და მათი ნაწილები“. პროექტის მიზანი: მცენარეებზე დაკვირვება. მცენარის ნაწილების შესწავლა; მოსწავლეებმა ამოიცნეს და დაასახელეს მცენარის ძირითადი ნაწილები, გამოთქვეს ვარაუდები მათი ფუნქციის შესახებ; აღწერეს სხვადასხვა მცენარეებს შორის მსგავსება-განსხვავებები; გააცნობიერეს, რომ მცენარეებს განსხვავებული ფესვი, ღერო, ფოთლები და ყვავილები აქვთ; ჩაატარეს ექსპერიმენტი. აკვირდებოდნენ და ამოწმებდნენ, თუ როდის დაიწყო მცენარემ აღმოცენება, როგორ ვითარდებოდა. გაზომეს ფესვი და ღერო; მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩანაწერები და გააკეთეს პრეზენტაცია. შექმნეს მცენარის მოდელი; პროექტის აქტუალობა: ხელს უწყობს მოსწავლეებში გაგება-გააზრების, შემოქმედებითი აზროვნების, დაკვირვების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; ვიზუალურ–სივრცითი ინტელექტის განვითარებას. კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, ახსნილი მასალის უკეთ გააზრებას. მუშაობა არის სახლისო და საინტერესო;
2-ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული აქტივობა ქართულსა და ხელოვნებაში. I ეტაპი: მოსწავლეებმა მოთხრობის სათაურის მიხედვით გააკეთეს წიგნის ყდები; II ეტაპი: მოსწავლეებმა მოისმინეს მასწავლებლის მიერ წაკითხული უცხო ტექსტი, გამოთქვეს ვარაუდები ტექსტის ირგვლივ და დაასათაურეს ეპიზოდები. III ეტაპი: ეპიზოდების მიხედვით შექმნეს საინტერესო დიორამები; ეს მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეებში ტექსტის გაგება-გააზრებას და შემოქმედებითი უნარის განვითარებას; IV ეტაპი: გააკეთეს პრეზენტაზია;
Subscribe to:
Posts (Atom)